ერდოღანმა TÜBİTAK-ის და TÜBA-ს დაჯილდოების ცერემონიალზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა TÜBİTAK-ის და TÜBA-ს დაჯილდოების ცერემონიალზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1753779
ერდოღანმა TÜBİTAK-ის და TÜBA-ს დაჯილდოების ცერემონიალზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მეცნიერება, რომელიც არის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ხერხემალი, ასევე არის თურქეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობის გარანტი. ერდოღანმა ამის შესახებ, ანკარაში, თურქეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების საბჭოს (TÜBİTAK) და თურქეთის მეცნიერებათა აკადემიის (TÜBA) დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გზას მუდმივად ავამაღლოთ მექანიზმები, რათა ვიყოთ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც გამორჩეულია ინდუსტრიის ყველა სექტორში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმის ცოდნით, რომ ტექნოლოგიური დამოუკიდებლობა არის პოლიტიკური დამოუკიდებლობის გარანტი. ჩვენი ქვეყანა აგრძელებს შესაბამის სამუშაოებს, რათა მოიმკოს თავისი ძალისხმევის ნაყოფი, რომელიც დამოკიდებულია ტექნოლოგიების უფრო მაღალ დონეზე აყვანით. თურქეთმა გლობალური ინოვაციების ინდექსში 10 საფეხურით წინ წაიწია და 41-ე ადგილს მიაღწია რა, ტოპ 50 ლიგაში ყველაზე დიდი ზრდის მაჩვენებელი ქვეყანა გახდა. რაც შეეხება, ექსპორტს, გასული თვის ბოლოსთვის ჩვენ მივაღწიეთ წლიურ მაჩვენებელს, 221 მილიარდ დოლარს. ჩვენი პოლიტიკის მთავარი მიზანია ინვესტიციები, დასაქმება, წარმოება და ექსპორტი რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის გაზრდას,“ აღნიშნა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები