ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ტერორისტი საკუთარი ნებით ჩაბარდა

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ტერორისტი საკუთარი ნებით ჩაბარდა

1751207
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ტერორისტი საკუთარი ნებით ჩაბარდა

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უსაფრთხოების ძალები აგრძელებენ ტერორისტული ორგანიზაცია, PKK/KCK-ს მოქმედი წევრების დარწმუნებას, რომ ჩაბარდნენ უსაფრთხოების ძალებს. სწორედ ამის ფარგლებში, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK/KCK-ს  კიდევ ერთი ტერორისტი, რომელიც კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ინტერპოლი) მხრიდან წითელი ცირკულარით იძებნებოდა, სამართალდამცველებს ჩაბარდა. ტერორისტის დარწმუნების საკითხში როგორც ჟანდარმერია, ასევე ეროვნული დაზვერვის სამსახურიც (MİT) იყო ჩართული. აღნიშნული ტერორისტი 2014 წელს გაწევრიანდა ხსენებული ტერორისტული ორგანიზაციის  რიგებში და ერაყსა და თურქეთში მოქმედებდა. ასე, რომ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე სამართალდამცველებს ჩაბარებული ტერორისტების რაოდენობა 197-მდე გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #ტერორისტი , #PKK/KCK

მსგავსი ინფორმაციები