თურქეთმა ფილიპინებს სამძიმარი გამოუცხადა

თურქეთმა ფილიპინებს სამძიმარი გამოუცხადა

1749771
თურქეთმა ფილიპინებს სამძიმარი გამოუცხადა

თურქეთმა ფილიპინებს ტაიფუნის შედეგად დაღუპულების გამო სამძიმარი გამოუცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ იმ ფაქტის ფამო, რომ ტაიფუნ „ოდეტტე“-ს შედეგად, რომელმაც ფილიპინების ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებს დაატყდა თავს და მრავალი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით ათასი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა ახლობლებს და ფილიპინების მეგობარ ხალხს და მთავრობას, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.“

მეორეს მხრივ, ტაიფუნ „რაი“-ს შედეგად ქვეყანაში ბოლო მონაცემებით 208-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 52 დაკარგულად არის გამოცხადებული. უბედური შემთხვევის შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 780 ათასი ადამიანი დაზარალდა, 300 სოფლის ევაკუაცია განხორციელდა.



მსგავსი ინფორმაციები