ფაჰრეთინ ალთუნმა კატარში ვიზიტი შეაფასა

ფაჰრეთინ ალთუნმა კატარში ვიზიტი შეაფასა

1744778
ფაჰრეთინ ალთუნმა კატარში ვიზიტი შეაფასა

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორის ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის კატარში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა შეთანხმებებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერების მიზნით.

განცხადება ფაჰრეთინ ალთუნმა სოციალური ქსელით გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა კატარის ემირ შეიხ ტამიმ ბინ ჰამედ ალ სანისთან ერთად ხელი მოაწერა რამდენიმე შეთანხმებას, რომლებიც გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.

ალთუნის თქმით, ეკონომიკის, უსაფრთხოების, დიპლომატიის, კულტურისა და ტურიზმისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის მსგავსი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„ჩვენ გავწევთ ძალისხმევას რათა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ სიცრუის, ცილისწამების კამპანიის, შავი პროპაგანდის მიუხედავად, ინვესტიციებზე, დასაქმებაზე, წარმოებაზე და ექსპორტზე დაფუძნებული ჩვენი ეკონომიკით და პრეზიდენტის ლიდერობით ჩვენი ქვეყნის აღორძინებაში წვლილი შევიტანოთ.“-აღნიშმა ფაჰრეთინ ალთუნმა.



მსგავსი ინფორმაციები