პრეზიდენტმა ერდოღანმა ჟორჟე სამპაიოს ხსოვნის ცერემონიაზე ვიდეომესიჯი გააგზავნა

პრეზიდენტმა ერდოღანმა სექტემბერში გარდაცვლილი პორტუგალიის ყოფილი პრეზიდენტის ჟორჟე სამპაიოს ხსოვნის ცერემონიაზე ვიდეომესიჯი გააგზავნა

1744004
პრეზიდენტმა ერდოღანმა ჟორჟე სამპაიოს ხსოვნის ცერემონიაზე ვიდეომესიჯი გააგზავნა

პრეზიდენტმა ერდოღანმა სექტემბერში გარდაცვლილი პორტუგალიის ყოფილი პრეზიდენტისა და გაეროს ცივილიზაციათა ალიანსის პირველი უმაღლესი წარმომადგენლის, ჟორჟე სამპაიოს ხსოვნის ცერემონიაზე ვიდეომესიჯი გააგზავნა. ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ ცერემონიაზე გამოქვეყნებულ ვიდეო მესიჯში, ერდოღანმა ღრმა მწუხარება გამოხატა სამპაიოს გარდაცვალების გამო და სამძიმარი გამოუცხადა მის ოჯახს, პორტუგალიელ ხალხს და გაეროს საზოგადოებას. ერდოღანმა ამავე ვიდეო მესიჯში აღნიშნა, რომ სამპაიო იყო განსაკუთრებული სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პორტუგალიის დემოკრატიის განვითარებაში. „ბატონმა სამპაიომ 2007 წლიდან 2012 წლამდე, ღირებული წვლილი შეიტანა როგორც ცივილიზაციების ალიანსის კონცეპტუალური ჩარჩოს ჩამოყალიბებაში, ასევე ინსტიტუციონალიზაციისა და საქმიანობების დივერსიფიკაციაშიც. მანვე დიდი ძალისხმევა გამოიჩინა ასევე ცივილიზაციების ალიანსის ისეთ სტრუქტურად გარდაქმნაში, რომელიც მხოლოდ საერთაშორისო მშვიდობას მოემსახურება“. ხაზგასმით აღნიშნავს ერდოღანი. მისივე აზრით, “იმ დროს, როდესაც ისლამოფობია, რასიზმი, ანტისემიტიზმი და ქსენოფობია იზრდება, ცივილიზაციათა ალიანსის ხედვას და ღირებულებებს უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა მიეცეს და ეს იქნება ღია გამოსავალი იმ კრიზისიდან, რომელშიც ამჟამად მსოფლიო იმყოფება."



მსგავსი ინფორმაციები