პრეზიდენტმა ერდოღანმა „დემოკრატიის გამოსვლებში“ მიიღო მონაწილება

პრეზიდენტმა ერდოღანმა „დემოკრატიის გამოსვლებში“ მიიღო მონაწილება

1743380
პრეზიდენტმა ერდოღანმა „დემოკრატიის გამოსვლებში“ მიიღო მონაწილება

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიირთში სტუმრობის დროს „დემოკრატიის გამოსვლები“ სახელწოდების პროგრამაში მიიღო მონაწილება რა დროსაც განაცხადა: „ჩვენ, ჩვენი ახალი პროგრამით,  გავაფართოებთ კეთილდღეობას, რომელიც ორიენტირებულია ინვესტიციებზე, დასაქმებაზე, წარმოებაზე, ექსპორტსა და ზრდაზე.“

ერდოღანმა სიტყვით გამოსვლის დროს ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება მონეტის ორი მხარეა, რომლის ერთი მეორის გარეშე წარმოდგენას აზრი არ აქვს.

„როგორც ყველა ჩვენს მოქალაქეს მივანიჭეთ ყველაზე ფართო უფლებები და თავისუფლებები დემოკრატიის თვალსაზრისით, ვიმედოვნებ, რომ ასევე გავაფართოებთ კეთილდღეობას ეკონომიკაში ჩვენი ახალი პროგრამით, რომელიც ორიენტირებულია ინვესტიციებზე, დასაქმებაზე, წარმოებაზე, ექსპორტსა და ზრდაზე. დღეს ჩვენ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მალე იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ გავზარდოთ ჩვენი ერის კეთილდღეობა,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები