პრეზიდენტი ერდოღანი კატარში მიემგზავრება

პრეზიდენტი ერდოღანი კატარში მიემგზავრება

1743353
პრეზიდენტი ერდოღანი კატარში მიემგზავრება

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს, ოფიციალური ვიზიტით კატარში მიემგზავრება. პრეზიდენტ ერდოღანს დედაქალაქ დოჰაში, კატარის ემირ, შეიხ თემიმ ბინ ჰამედ ალ სანი ოფიციალური ცერემონიით დახვდება. ორი ქვეყნის ლიდერი პირისპირ შეხვედრაზე, თურქეთ-კატარის ურთიერთობებს, ავღანეთში, სირიაში და ლიბიაში მიმდინარე მოვლენების ჩათვლით მრავალ რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. პრეზიდენტ ერდოღანის ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება, თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული კომიტეტის მე-7 სხდომაც.

შეგახსენებთ, რომ ორ ქვეყანას შორის პირველი კომიტეტის სხდომა 2015 წელს გაიმართა რა, მას შემდეგ ხელი მოეწერა 62 ხელშეკრულებას მრავალ სფეროში. მათ შორის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, თავდაცვის და სხვა.

მე-7 შეხვედრაზე, რომელსაც ერდოღანი და ალ სანი უხელმძღვანელებენ, ასევე ხელი მოეწერება სხვადასხვა შეთანხმებებს.



მსგავსი ინფორმაციები