ჰულუსი აქარი ხალიდ ბინ მუჰამედ ალ-ათიას შეხვდა

ჰულუსი აქარი ხალიდ ბინ მუჰამედ ალ-ათიას შეხვდა

1743383
ჰულუსი აქარი ხალიდ ბინ მუჰამედ ალ-ათიას შეხვდა

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, კატარის ვიცე პრემიერ-მინისტრს და თავდაცვის მინისტრ, ხალიდ ბინ მუჰამედ ალ-ათიას შეხვდა. ჰულუსი აქარმა, კატარის დედაქალქ დოჰაში, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ამ ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით ჩასვლამდე, სხვადასხვა შეხვედრები გამართა.

ჰულუსი აქარმა თავის კატარელ კოლეგა, ალ-ათიასთან შეხვედრის დროს, როგორც ორმხრივი, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა რა, შემდეგ კატარში დისლოცირებული თურქი სამხედროებიც მოინახულა.

აქ სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აქარმა განაცხადა, რომ ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალყურს კატარში დისლოცირებული თურქი სამხედროების წარმატებულ მუშაობას.

მან ასევე ხაზი გაუსვა ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობას კატარსა და თურქეთს შორის და დაამატა:

„მუშაობა, რომელსაც ჩვენ აქ ვაწარმოებთ, არის არა მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, არამედ ჩვენი ქვეყნების, ერებისა და უფლებების დასაცავად და ჩვენი შემაკავებელი ძალის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.“



მსგავსი ინფორმაციები