რეჯეფ თაიფ ერდოღან-ფუმიო კიშიდას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რეჯეფ თაიფ ერდოღან-ფუმიო კიშიდას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1741596
რეჯეფ თაიფ ერდოღან-ფუმიო კიშიდას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღან-კიშიდას შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მიმართული ნაბიჯები იქნა განხილული.

ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ მათ სურთ გააძლიერონ სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის ფართო სპექტრში, მათ შორის ეკონომიკის, განათლების, კატასტროფების მართვის, ენერგეტიკის, უსაფრთხოების და თავდაცვის ინდუსტრიაში.



მსგავსი ინფორმაციები