ჩავუშოღლუ რიგაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ესწრება

ჩავუშოღლუ რიგაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ესწრება

1741434
ჩავუშოღლუ რიგაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ესწრება

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ლატვიის დედაქალაქ რიგაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პირველი დღის სესიაზე დასწრების შემდეგ ორმხრივი შეხვედრები გამართა.

მან პირველი შეხვედრა ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბენ კნაპენსთან გამართა.

მინისტრმა ჩავუშოღლუმ სოციალური ქსელით გაკეთებულ განაცხადებაში აღნიშნა, რომ კნაპენთან შეხვედრისას განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობები და ავღანეთში არსებული მდგომარეობა.

იგი ასევე შეხვდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრუსს და მათ განიხილეს თავდაცვის ინდუსტრის სფეროში თანამშრომლობა, არალეგალური მიგრაცია და რეგიონალური საკითხები.

ჩავუშოღლუ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, სავარაუდოდ, ორმხრივ შეხვედრებს გააგრძელებს.



მსგავსი ინფორმაციები