ერდოღანმა აღნიშნა, რომ შშმ პირების საჯარო სამსახურში დასაქმებით მათ ამ სფეროში რეკორდი დაამყარეს

ერდოღანმა აღნიშნა, რომ შშმ პირების საჯარო სამსახურში დასაქმებით მათ ამ სფეროში რეკორდი დაამყარეს

1739945
ერდოღანმა აღნიშნა, რომ შშმ პირების საჯარო სამსახურში დასაქმებით მათ ამ სფეროში რეკორდი დაამყარეს

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ (19 წლის მმართველობის პერიოდში) 62 337 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჯარო სამსახურში დასაქმებით მათ ამ სფეროში რეკორდი დაამყარეს და მისი აზრით, ეს რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

ერდოღანმა იზმირის მენმენის რაიონში მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში "ერთად გადავლახეთ დაბრკოლებები - იზმირის შეხვედრა."

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ძალიან მოხარულია შეზღუდული შესძლებლობების მქონე პირებთან შეხვედრით, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს სპორტში, ხელოვნებაში, განათლებასა და ბიზნესში და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვან შეხვედრას ესწრებოდა.

„აქამდე ამ სფეროში 62 337 შშმ პირის დასაქმებით რეკორდი ზედიზედ დავამყარეთ. ამჟამად შშმ პირთა რიცხვი მთლიან საჯარო მოხელეებს შორის 2 პროცენტს მიუახლოვდა. ვფიქრობ, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება უახლოეს პერიოდში... თქვენ ყოველდღე ამტკიცებთ, რომ დაბრკოლებების გადალახვა უპირველეს ყოვლისა რწმენის საკითხია. ჩვენ ვამაყობთ თქვენი მიღწევებით სპორტში, ხელოვნებაში, ბიზნესში, პოლიტიკაში, განათლებაში და სხვა სფეროებში. ჩვენ მთელი ძალით ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენს ინვალიდ ძმებსა და დებს შეეძლოთ მონაწილეობა ცხოვრების ყველა სფეროში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. სკოლების, ქალაქების და ქუჩების აღდგენით ჩვენ ვცდილობთ სათითაოდ მოვხსნათ დაბრკოლებები ჩვენი ინვალიდი ძმებისა და დების წინაშე.“- აღნიშნა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები