თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 363 043 ტესტი ჩატარდა

29 639 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1738912
თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 363 043 ტესტი ჩატარდა

„თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ფარგლებში ბოლო 24 საათში 363 043 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 24 467 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 222 პაციენტი დაიღუპა. ბოლო 24 საათში 29 639 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, დღემდე პირველი, მეორე და მესამე დოზის 119 მილიონ 844 ათას 933 ვაქცინა გაკეთდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები