შეიხი მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი თურქეთში იმყოფება

შეიხი მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი თურქეთში იმყოფება

1738121
შეიხი მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი თურქეთში იმყოფება

აბუ-დაბის პრინცი, შეიხი მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა. ალ ნაჰაიანის დედაქალაქ ანკარაში ესენბოღას აეროპორტში ვაჭრობის მინისტრი, მეჰმედ მუში დახვდა. ამის შემდეგ მას პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური დახვედრის ცერემონია მოუწყო, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. ერდოღანსა და შეიხი მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმებების მემორანდუმი გაფორმდება.

მეორეს მხრივ, პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღან-ალ ნაჰაიანის შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების ჩათვლით რეგიონალური, საერთაშორისო საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის თემები იქნება განხილული.



მსგავსი ინფორმაციები