თურქეთი ეთიოპიაში მყოფ მის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებას ურჩევს

თურქეთი ეთიოპიაში მყოფ მის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებას ურჩევს

1737295
თურქეთი ეთიოპიაში მყოფ მის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებას ურჩევს

ეთიოპიაში მომხდარი შეტაკებების შემდეგ, ადის-აბებაში თურქეთის საელჩომ იქ მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება ურჩია.

საელჩოს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „ეთიოპიის უსაფრთხოების ვითარების სწრაფი განვითარების ფონზე, რეკომენდირებულია, რომ ქვეყანაში მყოფმა ჩვენმა მოქალაქეები დატოვონ ეთიოპია გეგმიური ფრენებით.“

ეთიოპიის მთავრობამ 2 ნოემბერს გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა მეამბოხე ტიგრეის სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის (TPLF) თავდასხმების გამო, რომელიც განაგრძობს წინსვლას სამხრეთისაკენ.

დედაქალაქ ადის-აბებაზე ტიგრეის სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის  შესაძლო თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ჯგუფები შეიქმნა.

ქვეყნის ჩრდილოეთში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტმა თითქმის 2,5 მილიონი ადამიანი აიძულა საცხოვრებელი მიეტოვებინა. რეგიონში კი 5 მილიონზე მეტი ადამიანი სასწრაფო დახმარებას საჭიროებს.


საკვანძო სიტყვები: #ეთიოპია , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები