თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 350 163 ტესტი ჩატარდა
34 290 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1736720
„თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ფარგლებში ბოლო 24 საათში 350 163 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 21 177 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 195 პაციენტი დაიღუპა. ბოლო 24 საათში 34 290 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, დღემდე პირველი, მეორე და მესამე დოზის 119 მილიონ 327 ათას 719 ვაქცინა გაკეთდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.