მუსტაფა შენთოფმა უზბეკეთის დელეგაცია მიიღო

მუსტაფა შენთოფმა უზბეკეთის დელეგაცია მიიღო

1735981
მუსტაფა შენთოფმა უზბეკეთის დელეგაცია მიიღო

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარე მუსტაფა შენთოფმა განაცხადა, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესს, რომელსაც უზბეკეთი გადის.

პარლამენტის თავჯდომარემ მუსტაფა შენთოფმა გუშინ, უზბეკეთის ალი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, უზბეკეთ-თურქეთის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს აკმალ საიდოვს და მის თანმხლებ დელეგაციას პარლამენტში შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები. შენთოფმა, აქ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მიმაჩნია, რომ ძმობის კანონზე დაფუძნებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს მხარდაჭერილი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარებით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ უზბეკეთი არის თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციის წევრი. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყველა იმ რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესს, რომელსაც უზბეკეთი გადის.“

შეხვედრაზე უზბეკეთის დელეგაციის წევრებმა მუსტაფა შენთოფს, კეთილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს.



მსგავსი ინფორმაციები