იავუზ სელიმ ქირანი პარიზში თურქული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

იავუზ სელიმ ქირანი პარიზში თურქული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

1735555
იავუზ სელიმ ქირანი პარიზში თურქული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იავუზ სელიმ ქირანი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში თურქული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. პარიზში თურქეთის საელჩოში გამართულ ღონისძიებას პარიზის ელჩი ალი ონანერი, პარიზის გენერალური კონსული სერდარ ბელენთეფე და მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აქ სიტყვით გამოსვლისას ქირანმა განაცხადა, რომ ევროპაში მზარდი ანტიისლამური, ანტი-უცხოური და ანტითურქული ქმედებები და რიტორიკა ყველაზე მეტად საფრანგეთში მცხოვრებ თურქებს ემუქრებათ. მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ლიდერობით, შესაბამის უწყებებთან მუდმივ კონსულტაციებს გადიან რათა, ეს პრობლემები სრულად იქნეს აღმოფხვრილი.  ქირანის თქმით, საკითხთან დაკავშირებით მუდმივ კომუნიკაციებს მართავს საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც.



მსგავსი ინფორმაციები