თურქეთის სრული მხარდაჭერა აზერბაიჯანს

თურქეთის სრული მხარდაჭერა აზერბაიჯანს

1735261
თურქეთის სრული მხარდაჭერა აზერბაიჯანს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, დედაქალაქ ანკარაში ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრ, აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ-ზაიანისთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, აზერბაიჯან-სომხეთს შორის წარმოქმნილი დაძაბულობა შეაფასა და აღნიშნა: „არ შეიძლება აზერბაიჯანი მარტო იყოს და არც იქნება მარტო. ჩვენ აზერბაიჯანს არ დავტოვებთ მარტო. სომხეთის პროვოკაცია, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმებია. აზერბაიჯანმა სომხეთს შესთავაზა ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხარემ, რომელმაც ომი მოიგო და გაძლიერდა, ეს გააკეთა. სომხეთმა თავისი ჯარისკაცების ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტისთანავე შეყვანა სცადა და ჩვენს ჯარისკაცებს შეუტია. ეს მიდგომები არასწორია. რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ერთად მუშაობაა საჭირო.“



მსგავსი ინფორმაციები