ჰულუსი აქარი: „თურქეთის შეიარაღებული ძალების ინვენტარში ქიმიური იარაღი არ არის“

ჰულუსი აქარი: „თურქეთის შეიარაღებული ძალების ინვენტარში ქიმიური იარაღი არ არის“

1734914
ჰულუსი აქარი: „თურქეთის შეიარაღებული ძალების ინვენტარში ქიმიური იარაღი არ არის“

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ მათი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ინვენტარში ქიმიური იარაღი არ არის.

ჰულუსი აქარმა პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტში, თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტის სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა რა, ქიმიური იარაღის ბრალდებებს ასეთი პასუხი გასცა: „მტკიცედ მინდა ავღნიშნო, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების ინვენტარში არ არსებობს ქიმიური იარაღი. თუმცა, ასეთი ბრალდებები პერიოდულად მაინც მეორდება, რათა ტერორიზმთან ბრძოლა, რომელსაც გამჭვირვალედ ახორციელებს თურქეთის რესპუბლიკა, თურქეთის შეიარაღებული ძალების მეშვეობით, სურთ, რომ მისი შეფერხება მოახდინონ. მაგრამ, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ამ ბრალდებებს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.“


საკვანძო სიტყვები: #ქიმიური იარაღი , #ჰულუსი აქარი

მსგავსი ინფორმაციები