თურქეთმა ბურკინა-ფასოში მომხდარი ტერაქტი დაგმო
თურქეთმა ბურკინა-ფასოში მომხდარი ტერაქტი დაგმო
თურქეთმა, ბურკინა-ფასოში მომხდარი ტერაქტი, რა დროსაც ბოლო მონაცემებით 32 ადამიანი დაიღუპა, მკაცრად დაგმო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბურკინა-ფასოს საჰელის რეგიონში 14 ნოემბერს განხორციელებულ ტერაქტს, რა დროსაც 28 ჟანდარმერიის პერსონალი და 4 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მკაცრად გმობენ.
„ამ საშინელ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ. მომხდარის შედეგად დაღუპულების ოჯახებს და მთელ ბურკინა-ფასოს ხალხს სამძიმარს ვუცხადებთ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. თურქეთი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში ბურკინა-ფასოს გვერდითაა,“ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი ინფორმაციები
ჰაქან ფიდანმა PKK-ს პროვოკაციების შესახებ განცხადება გააკეთა
ჰაქან ფიდანმა PKK-ს პროვოკაციების შესახებ განცხადება გააკეთა