ათათურქის გარდაცვალების 83-ე წლისთავზე ანითქაბირში სახელმწიფო ცერემონია გაიმართა

ათათურქის გარდაცვალების 83-ე წლისთავზე ანითქაბირში სახელმწიფო ცერემონია გაიმართა

1731894
ათათურქის გარდაცვალების 83-ე წლისთავზე ანითქაბირში სახელმწიფო ცერემონია გაიმართა

დღეს 10 ნოემბერია. თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალების 83-ე წლისთავი.

თურქეთი კიდევ ერთხელ იხსენებს სიყვარულით, პატივისცემით და მადლიერებით თავის ლიდერს, რომელმაც მისი 57 წლიანი სიცოცხლის მანძილზე ერისა და სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა სამხედრო და პოლიტიკური გენიით გამარჯვებით დააგვირგვინა და თავისი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა თურქეთისა და მსოფლიო ისტორიაში.

ათათურქის გარდაცვალების 83-ე წლისთავზე ანითქაბირში სახელმწიფო ცერემონია გაიმართა.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით ანითქაბირს სახელმწიფო და სამთავრობო მოხელეებისგან, პოლიტიკური პარტიების მეთაურებისგან, სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებისაგან შემდგარი დელეგაცია ეწვია.

პრეზიდენტმა ერდოღანმა და დელეგაციამ ათათურქის მავზოლეუმი გვირგვინით შეამკეს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, რის შემდეგაც ეროვნული ჰიმნი შესრულდა.

ამის შემდეგ ერდოღანი, თურქეთის დამოუკიდებლობისათვის ომის პოლიტიკური მანიფესტის "Misak-ı Milli"-ს სახელობის კოშკში გადავიდა, სადაც ჩანაწერი გააკეთა ანითქაბირის სპეციალურ წიგნში. მასში ნათქვამია: "ძვირფასო ათათურქ, თქვენს აღმატებულებას კიდევ ერთხელ პატივისცემით ვიხსენებთ გარდაცვალების 83-ე წლისთავზე. მიუხედავად მტრის ბოროტი განზრახვებისა, ჩვენ ვაგრძელებთ გაზრდას, განვითარებას და რეგიონის კაშკაშა ვარსკვლავად გადაქცევას ჩვენი რესპუბლიკისას, რომელიც თქვენ დააარსეთ და ჩვენ მოგვანდეთ. განათლების, ჯანდაცვის, უსაფრთხოების, ინდუსტრიის თაოსნობით ყველა სფეროში მიღწეული ისტორიული წარმატებით მტკიცედ მივიწევთ წინ 2023 წლის მიზნებისკენ. არასოდეს დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობის, ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენის, ჩვენი კეთილშობილი ერის ერთიანობის, მშვიდობის და უძველესი ფასეულობების შელახვას. მშვიდად განისვენოს თქვენმა სულმა."

ქვეყნის მასშტაბით თურქეთის დროით 09:05 საათზე, როდესაც ათათურქი გარდაიცვალა, მოქალაქეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ათათურქის ხსოვნას.



მსგავსი ინფორმაციები