პრეზიდენტმა ერდოღანმა „დიდი ოცეულის“ სამიტის  შემდეგ პრესკონფერენცია გამართა

პრეზიდენტმა ერდოღანმა „დიდი ოცეულის“ სამიტის  შემდეგ პრესკონფერენცია გამართა

1727318
პრეზიდენტმა ერდოღანმა „დიდი ოცეულის“ სამიტის  შემდეგ პრესკონფერენცია გამართა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, აშშ-ს მხრიდან ტერორისტულ ორგანიზაციების მიმართ იარაღით გაწეული დახმარების შესახებ განაცხადა: „მჯერა, რომ პროცესი ამის შემდეგ ასე არ გაგრძელდება“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა, იტალიის დედაქალაქ რომში დიდი ოცეულის (G20) ლიდერთა სამიტის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და სამიტი და მის ფარგლებში აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართული პირისპირი შეხვედრა შეაფასა.

„შეხვედრაზე ჩვენ გამოვთქვით ჩვენი სინანული სირიაში მოქმედ ტერორისტული ორგანიზაცია PKK/PYD-ს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიღებული მხარდაჭერის გამო. მჯერა, რომ პროცესი ამის შემდეგ ასე არ გაგრძელდება,“ განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა F-16-ების საკითხი რა, ბაიდენი თემასთან მიმართებაში პოზიტიური იყო.

თურქეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციის დროს, ავღანეთში მიმდინარე მოვლენები და შესაძლო ახალი მიგრაციის საკითხიც შეაფასა და დასძინა, რომ ამჟამად თურქეთს ისედაც 3,6 მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილი აფარებს თავს რა, ახალი მიგრაციის თავიდან ასაცილებლად შესაბამის ზომებს ღებულობენ.



მსგავსი ინფორმაციები