ჩადის პრეზიდენტი თურქეთს ეწვევა

ჩადის რესპუბლიკის გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტი მაჰამათ იდრის დები იტნო ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა

1725754
ჩადის პრეზიდენტი თურქეთს ეწვევა

ჩადის რესპუბლიკის გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტი მაჰამათ იდრის დები იტნო ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა.

კომუნიკაციების დირექტორატის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩადის რესპუბლიკის გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტი მაჰამათ იდრის დები იტნო დღეს თურქეთში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით ჩამოვა.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში გასამართ შეხვედრებზე თურქეთ-ჩადის ყველა სფეროში ურთიერთობები და თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად გადასადგმელი ნაბიჯები განიხილება.

შეხვედრებზე ორმხრივი ურთიერთობების გარდა იგეგმება აზრთა გაცვლა "G5 საჰელის" და "საჰელ-საჰარის სახელმწიფოთა თემის" გარდამავალი თავმჯდომარეობის, ჩადში გარდამავალი პროცესის, რეგიონული და საერთაშორისო მოვლენების შესახებ.


საკვანძო სიტყვები: #ჩადი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები