აშშ-ს საელჩომ "ტვიტერი"-თ განცხადება გაავრცელა

აშშ-ს საელჩომ "ტვიტერი"-თ განცხადება გაავრცელა

1724770
აშშ-ს საელჩომ "ტვიტერი"-თ განცხადება გაავრცელა

ანკარაში ამერიკის შეერთებული შტატების და ზოგიერთი სხვა ქვეყნის საელჩოებმა განაცხადეს, რომ ისინი იცავენ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ დიპლომატები იცავენ იმ ქვეყნების კანონებსა და რეგულაციების, სადაც იმყოფებიან.

ანკარაში აშშ-ის საელჩოს Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „აშშ, 18 ოქტომბრის განცხადებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვების დასმის გამო ადასტურებს, რომ იცავს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლს.“

ანკარაში, კანადის, ფინეთის, დანიის, ნიდერლანდების, შვედეთის, ნორვეგიისა და ახალი ზელანდიის საელჩოებმა, რომლებმაც გააკეთეს ოსმან კავალას (გათავისუფლების) შესახებ განცხადება, აშშ-ს Twitter-ით გაკეთებული განცხადება გააზიარეს.

შემდეგ კი იგივე ნაბიჯი გადადგეს გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებმაც.

დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლი დიპლომატს ავალდებულებს პატივი სცეს იმ ქვეყნის კანონებსა და რეგულაციებს, სადაც ის იმყოფება.

„მიმღები სახელმწიფოს კანონებისა და რეგულაციების დაცვა, პრივილეგიებისა და დამოუკიდებლობის შელახვის გარეშე, ყველა პირის მოვალეობაა, ვინც ამგვარი პრივილეგიებით და დამოუკიდებლობით სარგელობს. ასევე მათი მოვალეობაა არ ჩაერიონ აღნიშნული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში“. - ნათქვამია კონვენციაში.

თავის მხრივ, პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, აშშ-ს და სხვა საელჩოების განცხადებებს პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიესალმა.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #განცხადება , #საელჩო , #ანკარა

მსგავსი ინფორმაციები