პრეზიდენტი ერდოღანი ნიგერიას სტუმრობს

პრეზიდენტი ერდოღანი ნიგერიას სტუმრობს

1722170
პრეზიდენტი ერდოღანი ნიგერიას სტუმრობს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აფრიკის ტურნეს ფარგლებში მესამე ქვეყანა, ნიგერიაში ჩავიდა. პრეზიდენტ ერდოღანს აეროპორტში ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფედერალური დედაქალაქის რეგიონის მინისტრი, ნიგერიის ელჩი ანკარაში და თურქეთის ელჩი აბუჯაში დახვდნენ.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს დღეს პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური ცერემონიით დახვდება თავისი ნიგერიელი კოლეგა მუჰამედ ბუჰარი. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ერდოღანი და ბუჰარი პირისპირ შეხვედრას გამართავენ რა, შემდეგ ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმებების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება.

პრეზიდენტი ერდოღანი, სავარაუდოდ მისი კოლეგა, მუჰამედ ბუჰარის მხრიდან გამართულ სადილსაც დაესწრება.


საკვანძო სიტყვები: #ნიგერია , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები