ანკარამ დაგმო ევროკავშირის „თურქეთის ანგარიში“

„იგი კვლავ მიკერძოებული და ცალმხრივია“

1722350
ანკარამ დაგმო ევროკავშირის „თურქეთის ანგარიში“

ანკარამ, მკაცრი უარყოფითი რეაგირება მოახდინა ევროკავშირის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის გაფართოების პაკეტში შეტანილ „თურქეთის ანგარიშის“ მიმართ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში წერია: „როგორც წინა წლებში, ახლაც უარს ვამბობთ არათანმიმდევრული და მიკერძოებული ბერძნულ-სამხრეთ კვიპროსული თეზისების ჩართვაზე იმ საკითხებში, რომლებიც არ შედის ევროკავშირის კომპეტენციაში. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიღებთ უსაფუძვლო პრეტენზიებს და უსამართლო კრიტიკას, განსაკუთრებით პოლიტიკურ კრიტერიუმებსა და სასამართლო თუ ფუნდამენტური უფლებების თავში, რადგან, თურქეთის ზოგიერთი სასამართლო-ადმინისტრაციული გადაწყვეტილება და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხი, თურქეთისათვის დამახასიათებელი პირობების გარეშეა შეფასებული.“ ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ასეთი მიდგომა იგნორირებას უკეთებს თურქეთის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ისეთი ტერორისტული ორგანიზაციებისგან მომავალ საფრთხეებს, როგორებიცაა PKK/PYD/YPG, FETÖ და DEAŞ-ი. ამავე განცხადებით, ანკარა მოითხოვს, რომ 18 მარტის (მიგრაციის კანონი) კონსენსუსი განახლდეს ყველა განზომილებაში და არა მხოლოდ იმ საკითხებში, რომლებიც მხოლოდ ევროკავშირის ინტერესებს ემსახურება. „მიუხედავად ამ ყველაფრისა, თურქეთი ინარჩუნებს ევროკავშირში სრული გაწევრიანების სტრატეგიულ პრიორიტეტს, რომლის ყველაზე კონკრეტული მაგალითია ანკარის მიერ განხორციელებული სასამართლო რეფორმის სტრატეგია, ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმა, ეროვნული სამოქმედო გეგმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და განსაკუთრებით პარიზის კლიმატის შეთანხმება, რომელსაც თურქეთმა ამ დღეებში მოაწერა ხელი. ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯები, რაც ჩვენ გადავდგით ევროპის მწვანე დღის წესრიგის ფარგლებში, ამიტომაც, ანკარა, ევროკავშირთან სრული გაწევრიანების პროცესს განიხილავს არა როგორც დროებითი პარტნიორი, არამედ როგორც კანდიდატი ქვეყანა, რომელიც ყველა ვალდებულებისადმი ერთგულია და პირნათლად ასრულებს რა, ამასვეს მოითხოვს ევროკავშირისგანაც“, აღნიშნულია ამ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #ანგარიში , #ევროკავშირი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები