პრეზიდენტმა ერდოღანმა „TRT World ფორუმი 2021“-სთვის ვიდეოგზავნილი გააგზავნა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1721872
პრეზიდენტმა ერდოღანმა „TRT World ფორუმი 2021“-სთვის ვიდეოგზავნილი გააგზავნა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ჩაგრულთა და მსხვერპლთა სახელით წარმოებული ‘ბრძოლა’ უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ.

პრეზიდენტმა ერდოღანმა, „TRT World ფორუმი 2021“-სთვის ვიდეოგზავნილი გააგზავნა, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ კაცობრიობა დიდი ხანია ებრძვის მთავარ კრიზისს ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ადამიანური განზომილებებით რა, ის, რაც ამ პროცესში მოხდა, აჩვენებს, რომ მსოფლიოში არაფერი არ იქნება იგივე, როგორც ადრე.

„ნაკლებად განვითარებული ქვეყნები და ღარიბი საზოგადოების სეგმენტები დარჩენილი არიან საკუთარი ბედის ანაბარად, ხოლო პროტექციონიზმი ვაჭრობაში გაიზარდა, მომარაგების ჯაჭვები დაირღვა. ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებში სიძულვილის დანაშაულებმაც შემაძრწუნებელ დონეს მიაღწია. ევროპელი პოლიტიკოსები, ისლამოფობიას კი არ ებრძვიან, არამედ მას, პოლიტიკური რეიტინგის ასამაღლებლად იყენებენ რა, ეს შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარ სიმსივნის დაავადებას დაემსგავსა მათში. მსოფლიოში არსებული სისტემა დიდი ხანია არ ქმნის სამართლიანობას და სტაბილურობას. შეუძლებელია ამ სისტემამ გააგრძელოს თავისი ამჟამინდელი სტრუქტურა, რომელშიც ისლამურმა სამყარომ სიტყვა არ თქვას, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და სამხრეთ აზიის მოთხოვნები არ იქნას გათვალისწინებული და მხოლოდ ხუთი ქვეყნის ინტერესების მიხედვით მოხდეს, ძალაუფლების გადანაწილება. გაეროს და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების რეფორმის აუცილებლობის დრო დადგა. ჩვენ როგორც თურქეთი ამას დიდი ხანია ვიძახით, რომ რეფორმები აუცილებელია და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ‘მსოფლიო ხუთზე დიდა,’“ განაცხადა, პრეზიდენტმა ერდოღანმა, „TRT World ფორუმი 2021“-სთვის გაგზავნილ ვიდეოგზავნილში.



მსგავსი ინფორმაციები