ანკარაში 10 ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ანკარაში 10 ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

1721560
ანკარაში 10 ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

10 ელჩი, რომელიც დედაქალაქ ანკარაში ასრულებს მისიას, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბიზნესმენ ოსმან კავალას საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო.

დიპლომატიური წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, შვედეთის, კანადას, ნორვეგიისა და ახალი ზელანდიის ელჩები ანკარაში, სამინისტროში ოსმან კავალას სასამართლო დავასთან დაკავშირებული განცხადებების გამო დაიბარეს.

საელჩოებმა თავიანთი სოციალური ქსელების ანგარიშებით გაკეთებულ განცხადებებში აღნიშნეს, რომ კავალას წინააღმდეგ მიმდინარე საქმე ჩრდილს აყენებს დემოკრატიას და კანონის უზენაესობას თურქეთში და მისი გათავისუფლების მოწოდება გააკეთეს.



მსგავსი ინფორმაციები