პრეზიდენტ ერდოღანის აფრიკის ტურნე 17 ოქტომბერს იწყება

პრეზიდენტი ერდოღანი 4 დღიანი ვიზიტის ფარგლებში  ანგოლას, ნიგერიასა და ტოგოს ეწვევა

1719181
პრეზიდენტ ერდოღანის აფრიკის ტურნე 17 ოქტომბერს იწყება

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის 4 დღიანი აფრიკის ტურნე 17 ოქტომბერს იწყება. პრეზიდენტი ერდოღანი 4 დღიანი ვიზიტის ფარგლებში  ანგოლას, ნიგერიასა და ტოგოს ეწვევა.

პრეზიდენტი ერდოღანი ანგოლაში ვიზიტის დროს თავის კოლეგა, ჟუან ლორენსუს შეხვდება და  მოლაპარაკებებს გამართავს რა, ადრე, ანკარაში გაფორმებულ შეთანხმებებთან დაკავშირებით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზეც გამახვილდება ყურადღება. პრეზიდენტი ერდოღანი აქ ასევე დაესწრება, თურქეთ-ანგოლას ბიზნეს ფორუმს.

თურქეთის პრეზიდენტი ანგოლაში ვიზიტის შემდეგ ნიგერიაში გადაინაცვლებს სადაც თავის კოლეგა, მუჰამადუ ბუჰარის შეხვდება და თურქეთ-ნიგერიის ბიზნეს ფორუმს დაესწრება. მოლაპარაკებების დროს მიზნად არის დასახული ორ ქვეყანას შორის 3 ხელშეკრულების გაფორმება, მათ შორის ნახშირწყალბადების, სამთო და ენერგეტიკის სფეროებში. ერდორანის ნიგერიაში ვიზიტის დროს ასევე, ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-ს წინააღმდეგ ბრძოლის საკითხიც განიხილება.  

თურქეთის პრეზიდენტის აფრიკის ტურნეს ბოლო გაჩერება ტოგო იქნება. ამ ქვეყანაში ვიზიტის დროს პრეზიდენტი ერდოღანი თურქეთ-ტოგოს ურთიერთობებს და სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე გაამახვილებს ყურადღებას.

პრეზიდენტი ერდოღანი, ამ ვიზიტით პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტობის 19 წლის განმავლობაში აფრიკის 30 სხვადასხვა ქვეყანას ეწვევა.



მსგავსი ინფორმაციები