ილვა იოჰანსონი ანკარას სტუმრობდა

ილვა იოჰანსონი ანკარას სტუმრობდა

1719051
ილვა იოჰანსონი ანკარას სტუმრობდა

 

ანკარაში ვიზიტად მყოფი ევროკავშირის კომისიის წევრი შინაგან საქმეთა საკითხებში ილვა იოჰანსონი, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ მიიღო და შეხვედრის დასრულების შემდეგ, იოჰანსონმა ამ ვიზიტთან დაკავშირებით, სოციალურ მედიაში  კომენტარები გააკეთა და აღნიშნა, რომ მან პირველი მაღალი დონის დიალოგი გამართა სოილუსთან მიგრაციისა და უსაფრთხოების საკითხებზე. მისივე თქმით, ასეთი კონტაქტები მნიშვნელოვანია თურქეთსა და ევროკავშირს შორის როგორც  მიგრაციის მართვაში თანამშრომლობის გაძლიერების, ასევე ადამიანების კონტრაბანდის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და ტერორისტული თავდასხმების პრევენციის თვალსაზრისითაც. "დღეს თურქეთი არის ქვეყანა, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ლტოლვილია, რაც მისი მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს. ამიტომ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ასევე ავღანეთში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გამოწვევებიც და მათი ერთობლივად მოგვარების გზებიც," ხაზს უსვამს იოჰანსონი. მისივე თქმით, ევროკავშირში შესული არალეგალური მიგრანტების 90 პროცენტს ექსპლუატაციას უწევენ კონტრაბანდისტები, რომელთა ორგანიზებული ქსელების უმეტესობა კონტრაბანდულ იარაღსა და ნარკოტიკებსაც ჰყიდის. “თურქ მინისტრთან მიღებული შეთანხმებით, ევროკავშირი და თურქეთი გააძლიერებენ თანამშრომლობას ამ ქსელების გაწყვეტის მიზნით. ანკარაში ჩემი ვიზიტის შემდეგ, მხარეებს შორის დაიწყება ტექნიკური მოლაპარაკებები,” აღნიშნავს იოჰანსონი



მსგავსი ინფორმაციები