ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანკარას სტუმრობს

ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანკარას სტუმრობს

1718467
ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანკარას სტუმრობს

თურქეთსა და ინდონეზიას შორის „მოგზაურობის დერეფნის“ შეთანხმება ძალაში შედის. საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ, ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რეტნო მარსუდის შეხვდა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რა დროსაც ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ შეხვედრაზე პრეზიდენტ ერდოღანის ინდონეზიაში ვიზიტი შეაფასეს. მან ასევე დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის დღეს, 2 მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერა ხელი რა, მათ შორის ერთ-ერთი  თურქეთსა და ინდონეზიას შორის „მოგზაურობის დერეფნის“ შეთანხმებაა, რომელიც ორივე ქვეყნის მოქალაქეებს 30 დღიანი უვიზო მიმოსვლის საშუალებას მისცემს.

ჩავუშოღლუმ ისიც დასძინა, რომ რეტნო მარსუდისთან შეხვედრის დროს ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის, განსაკუთრებით კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართ, თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში და სხვა საკითხებში თანამშრომლობა განიხილეს.



მსგავსი ინფორმაციები