ერდოღანმა „კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე“ ვიდეოგზავნილი გააგზავნა

ერდოღანმა „კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე“ ვიდეოგზავნილი გააგზავნა

1718235
ერდოღანმა „კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე“ ვიდეოგზავნილი გააგზავნა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლა არ შეიძლება გადაეცეს მხოლოდ გარკვეულ ქვეყნებს, არამედ აუცილებელია ყველა ქვეყანამ აიღოს პასუხისმგებლობა. პრეზიდენტმა ერდოღანმა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ გაეროს კონვენციის მხარეთა მე-15 კონფერენციაზე“ (COP15) ვიდეოგზავნილი გააგზავნა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ დღეს კაცობრიობა, ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, გარემოს კატასტროფები, დაბინძურება, წყლისა და საკვების უსაფრთხოება და ბიომრავალფეროვნების დაკარგვა.

„რასაკვირველია, მათ, ვინც პირველ რიგში უნდა გადადგას ნაბიჯები ამ საფრთხის წინაშე, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს მომავალზე, არის ის, ვისაც ისტორიული პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პრობლემების წარმოშობაზე, რომლებიც კლიმატის ცვლილებას იწვევს. თუმცა, კლიმატის ცვლილებასთან და გარემოს დაცვით პრობლემებთან ბრძოლა არ შეიძლება გადაეცეს მხოლოდ გარკვეულ ქვეყნებს. მიუხედავად მათი ეკონომიკური ძალის, გეოგრაფიული მდებარეობისა და ისტორიული პასუხისმგებლობისა, აუცილებელია ყველა ქვეყანამ აიღოს პასუხისმგებლობა. რაც შეეხება თურქეთს, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი დავიცვათ ჩვენი მდიდარი ბიოლოგიური მრავალფეროვნება როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაში. თურქეთი, რომელიც მდებარეობს სამ სხვადასხვა კლიმატურ ზონაში და სამ ბიოგეოგრაფიულ არეალში, აქვს ტყე, მთები, სტეპები, ჭარბტენიანი, სანაპირო და საზღვაო ეკოსისტემები რა, ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ მათი დაცვა შევძლოთ,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

მან ბოლოს ისიც დასძინა, რომ მომავალ წელს თურქეთი უმასპინძლებს მხარეთა მე-16 კონფერენციას და 2022-2024 წლებში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის პრეზიდენტობის თანამდებობასაც გადაიბარებს.



მსგავსი ინფორმაციები