მევლუთ ჩავუშოღლუ სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფება

მან ოპილიას მუზეუმი მოინახულა

1716718
მევლუთ ჩავუშოღლუ სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფება

თურქეთ-უკრაინის ერთობლივ მე-9 სტრატეგიულ შეხვედრაზე მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  მევლუთ ჩავუშოღლუმ, თავის უკრაინელ კოლეგა დიმიტრო კულებასთან ერთად ჯერ პირველი მსოფლიო ომის დროს, გალიციის ფრონტზე დაღუპული თურქი ჯარისკაცების, ლოპუშნიაში და როჰატინში არსებული ე.წ. „წამებულთა ხეივნები“ მოინახულა, შემდეგ კი ოპილიას მუზეუმს ეწვია, სადაც მათ დეტალური ინფორმაციები მიიღეს ამ მუზეუმის შესახებ. ”ჩვენი ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ჩატარებულმა ამ ექსკურსიამ, ყველა ჩვენგანზე ძალიან ემოციური შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენ ვეწვიეთ და მოვინახულეთ ჩვენი მოწამეების საფლავები და ვილოცეთ მათი სულებისთვის. დღეს ორი ქვეყნის ხალხებს შორის ნამდვილი მეგობრობა სუფევს. ორივე სასაფლაო და მუზეუმი, რომლებიც დღეს მოვინახულეთ, აჩვენებს, რომ ჩვენი მეგობრობას და სოლიდარობას ღრმა ფესვები გააჩნია და ჩვენ ერთად ვივლით ნათელი მომავალისკენაც,” განაცხადა ჩავუშოღლუმ. მისივე თქმით უკრაინული შეხვედრები უაღრესად ნაყოფიერი და შინაარსიანი იყო.


საკვანძო სიტყვები: #უკრაინა , #მევლუთ ჩავუშოღლუ

მსგავსი ინფორმაციები