პრეზიდენტმა ერდოღანმა სოჭიდან დაბრუნების დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა სოჭიდან დაბრუნების დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1712814
პრეზიდენტმა ერდოღანმა სოჭიდან დაბრუნების დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ, თურქეთში დაბრუნების დროს თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრის დროს დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, სოჭში პუტინთან გამართული შეხვედრის დროს ორმხრივი ურთიერთობები, სირიაში იდლიბის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის საკითხებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების აღსრულება და სხვა მრავალი საკითხი განიხილეს.

„მილიონზე მეტი ადამიანი, რომელთაგან 400 ათასი იდლიბის რეგიონშია, დაბრუნდა საკუთარ სახლებში და მიწებზე. ეს არის პოზიტიური განვითარება. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ამ რიცხვის გასაზრდელად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენს ქვეყანაში თავშეფარებულ სირიელებს შეეძლოთ უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ მიწებზე.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც განსაკუთრებით გავამახვილე ყურადღება იყო ის, რომ PKK/YPG-ს (სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია) მოსკოვში ყოფნაა. მე მათ ეს შევახსენე. ანალოგიურად, ამ ორგანიზაციას მასპინძლობდა თეთრი სახლიც. აქაც ინტერესები სამწუხაროდ დიდია. როგორც მოგეხსენებათ არის ასეთი პიროვნება ამერიკელი სახელად ბრეტ მაკგურკი. ეს ადამიანი პასუხისმგებელია ტერორისტული ორგანიზაციების მართვასა და ადმინისტრირებაზე. ეს კაცი არის თითქმის PKK/YPG/PYD-ის დირექტორი. რა თქმა უნდა, ეს ჩემი განცხადება სერიოზულად შეაწუხებს ზოგიერთ, მაგრამ ეს ის ადამიანია, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციებთან ერთად მოქმედებს. მე სერიოზულად მაწუხებს ის, რომ ის ტერორისტებთან ერთად მოქმედებს რეგიონში, სადაც მე ვებრძვი ტერორისტებს. ამ მომენტში, მისი კავშირები და ერთად ყოფნა ამ ტერორისტულ ორგანიზაციებთან, გამოხატავს მათ პოზიციას. ადრე თუ გვიან, ამერიკამ უნდა დატოვოს ეს ადგილები და სირიელ ხალხს დაუტოვოს. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სოლიდარობა ტერორიზმთან ბრძოლაში,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.



მსგავსი ინფორმაციები