ნიუ-იორკ ტაიმზი პრეზიდენტ ერდოღანთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს

ნიუ-იორკ ტაიმზი პრეზიდენტ ერდოღანთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს

1712484
ნიუ-იორკ ტაიმზი პრეზიდენტ ერდოღანთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უარყო იმის ბრალდება, რომ  რუსეთიდან შეძენილი S-400-ების საჰაერო თავდაცვის სისტემები ნატოს ალიანსს აზიანებს.

„ამერიკას, ჩვენთვის პატრიოტის ტიპის თავდაცვის სისტემა, რომ მოეყიდა, ჩვენ არ ვიქნებოდით ვალდებულები რუსეთიდან S-400-ები შეგვეძინა,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

ამერიკულმა გაზეთმა ნიუ-იორკ ტაიმზმა (NYT) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე დასასწრებად ნიუ-იორკში ყოფნისას პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ჩაწერილი ინტერვიუს S-400-ების ნაწილი გამოაქვეყნა.

პრეზიდენტი ერდოღანი ინტერვიუს დროს მტკიცედ აცხადებს, რომ ამერიკას მათთვის პატრიოტის ტიპის თავდაცვის სისტემები, რომ მიეყიდა, ისინი ვალდებული არ იქნებოდნენ რუსეთიდან S-400-ების ყიდვის. ნიუ-იორკ ტაიმზის ჟურნალისტმა პრეზიდენტ ერდოღანს ასეთი კითხვა დაუსვა: „ღირდა თუ არა რუსეთიდან S-400-ების შეძენის შედეგად აშშ-სთან სიტუაციის გარკვეულ წილად დაძაბვას? ასე უპასუხა: „მგონი ღირდა. ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი დაცვა, როგორც გვსურს. თურქეთს დიდი ხნის კავშირები აქვს შეერთებულ შტატებთან. ის უნდა შენარჩუნდეს და გაძლიერდეს.“



მსგავსი ინფორმაციები