თურქეთში 2021-2022 წლის სასწავლო წელი დაიწყო

პრეზიდენტმა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1703282
თურქეთში 2021-2022 წლის სასწავლო წელი დაიწყო

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ახალი სასწავლო წლის (2021-2022) დაწყებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.

„ვისურვებდი, რომ 2021-2022 სასწავლო წელი ჩვენი მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის, განათლების საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი ყოფილიყოს. სასწავლო პროცესის პირდაპირი გაგრძელებისათვის აუცილებელია ვაქცინაციას დიდი ყურადღება მივაქციოთ. ვაქცინაციასთან დაკავშირებით 100 ათას დოზას ვუახლოვდებით. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩემს ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ჩვენს საგანმანათლებლო საზოგადოებას და მშობლებს, აიცრან. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ ქვეყანას აწუხებს სერიოზული პრობლემები ვაქცინის წვდომის საკითხთან მიმართებაში, ჩვენს ქვეყანას მსგავსი პრობლემა მოგვარებული აქვს და ეს სურათი მნიშვნელოვანი წარმატებაა, ჩვენი ქვეყნისთვის. ეპიდემიის გავრცელების პრევენცია დამოკიდებულია ჩვენზე, განსაკუთრებით ჩვენს მოსწავლეებზე, მასწავლებლებზე და მშობლებზე, რომ სრულად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოღებული რეგულაციები“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.  

ცნობისათვის, დღეიდან თურქეთში სასწავლო პროცესი პირდაპირი მეთოდით დაიწყო. არავაქცინირებულ მასწავლებლებსა და სკოლის თანამშრომლებს კვირაში ორჯერ „PCR“-ის ტესტის გავლა მოუწევთ. ამასთან, სავალდებულო იქნება პირბადის გამოყენება. სკოლების საჭირო რაოდენობის პირბადეებით მომარაგებას განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს.



მსგავსი ინფორმაციები