თურქეთმა გვინეაში განხორციელებული გადატრიალება დაგმო

თურქეთმა გვინეაში განხორციელებული გადატრიალება დაგმო

1702984
თურქეთმა გვინეაში განხორციელებული გადატრიალება დაგმო

თურქეთმა, გვინეაში განხორციელებული გადატრიალება და პრეზიდენტის, ალფა კონდეს დაკავება მკაცრად დაგმო.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:

„ვგმობთ და ღრმა მწუხარებას გამოვთქვათ გვინეაში გადატრიალების მცდელობას და პრეზიდენტ ალფა კონდეს დაკავებას. თურქეთი ეწინააღმდეგება არჩეული მთავრობების უკანონოდ შეცვლის მცდელობებს.  ჩვენი ძლიერი მოლოდინი მეგობარ და მოძმე გვინეაში კონსტიტუციური წესრიგის სწრაფი აღდგენა და პრეზიდენტ კონდეს დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა. თურქეთი ამ რთულ პერიოდში მეგობარი და მოძმე გვინეის გვერდში დგომას გააგრძელებს.“

ცნობისათვის, გუშინ დილით გვინეის დედაქალაქ კონაკრიში ქვეყნის შეიარაღებულმა პირებმა სამხედრო გადატრიალების დაწყების შესახებ განაცხადეს და ქვეყნის პრეზიდენტი ალფა კონდე დააპატიმრეს.



მსგავსი ინფორმაციები