პრეზიდენტმა ერდოღანმა უზბეკეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა

პრეზიდენტმა ერდოღანმა უზბეკეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა

1701119
პრეზიდენტმა ერდოღანმა უზბეკეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უზბეკეთის პრეზიდენტ შევკეთ მირზიოევთან სატელეფონო საუბარი გამართა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადების თანახმად, შეხვედრაზე განიხილეს ნაბიჯები თურქეთ-უზბეკეთის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და რეგიონული საკითხები.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე მირზიოევს უზბეკეთის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავი მიულოცა.

ერდოღანის განცხადებით, ისინი ამაყობენ, რომ თურქეთის არის პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა უზბეკეთის დამოუკიდებლობა და გახსნა საელჩო ტაშკენტში. მან ასევე აღნიშნა, რომ წელს აღინიშნება ორ ქვეყანას შორის მარადიული მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების დადების 25-ე წლისთავი.

პრეზიდენტმა ერდოღანმა კმაყოფილება გამოხატა იმ სტრატეგიული პარტნიორობის სწრაფი გაღრმავებით, რომელიც მათ შექმნეს უზბეკეთის პრეზიდენტ მირზიოევთან, მათი გულწრფელი მეგობრობისა და ხალხებს შორის ძმური ურთიერთობების საფუძველზე.



მსგავსი ინფორმაციები