პრეზიდენტი ერდოღანი დღეს ბოსნია და ჰერცეგოვინასა და მონტენეგროში გაემგზავრება

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს ბოსნია და ჰერცეგოვინასა და მონტენეგროში გაემგზავრება

1698227
პრეზიდენტი ერდოღანი დღეს ბოსნია და ჰერცეგოვინასა და მონტენეგროში გაემგზავრება

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს ბოსნია და ჰერცეგოვინასა და მონტენეგროში გაემგზავრება.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის წერილობითი განცხადების თანახმად, ერდოღანი ბოსნია და ჰერცეგოვინის საპრეზიდენტო საბჭოს მიწვევით დღეს ოფიციალური ვიზიტით ამ ქვეყანას ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში ბოსნია და ჰერცეგოვინის საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარე ზელიკო კომშიჩთან, საბჭოს წევრებთან შეფიკ ჯაფეროვიჩთან და მილორად დოდიკთან გასამართ შეხვედრებზე თურქეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის ყველა ასპექტში ორმხრივი ურთიერთობები და ის ნაბიჯები განიხილება, რომელთა გადადგმაც შესაძლებელია არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

ბოსნია და ჰერცეგოვინაში ვიზიტის შემდეგ, პრეზიდენტი ერდოღანი ხვალ მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტით ჩავა ამ ქვეყნის პრეზიდენტის მილო ჯუკანოვიჩის მიწვევით.

მონტენეგროში ჩასატარებელ შეხვედრებზე განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობები ყველა კუთხით და განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე.

ორივე ვიზიტის დროს შეფასდება ბალკანეთში მიმდინარე მოვლენები და ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ მოსაზრებები რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე.



მსგავსი ინფორმაციები