მევლუთ ჩავუშოღლუ ამერიკელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

მევლუთ ჩავუშოღლუმ სატელეფონო საუბარი გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრ ენტონი ბლინკენთან

1696753
მევლუთ ჩავუშოღლუ ამერიკელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სატელეფონო საუბარი გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრ ენტონი ბლინკენთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩავუშოღლუმ თავის კოლეგა ბლინკენთან საუბრისას ავღანეთში არსებული ბოლო ვითარება განიხილა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა სატელეფონო საუბართან დაკავშირებით წერილობით განაცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: "ბლინკენს ჰქონდა სატელეფონო საუბარი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჩავუშოღლუსთან. საუბრისას განიხილეს თანამშრომლობა ავღანეთში და ჩვენი ძალისხმევა ჩვენი მოქალაქეების, მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხო და მოწესრიგებული ევაკუაციის უზრუნველსაყოფად."

ბლინკენმა ასევე გააკეთა განცხადება Twitter- ის ანგარიშით, სადაც აღნიშნა, რომ მას ტელეფონით ჰქონდა საუბარი მინისტრ ჩავუშოღლუსთან.

"თურქეთი ნატოს მნიშვნელოვანი მოკავშირე და ძვირფასი პარტნიორია რეგიონში."-ნათქვამია ბლინკენის გზავნილში.



მსგავსი ინფორმაციები