ჩავუშოღლუ თავის ტუნისელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

ჩავუშოღლუ თავის ტუნისელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

1681243
ჩავუშოღლუ თავის ტუნისელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის ტუნისელ კოლეგა, ოსმან ალ-ჯერენდის ტელეფონით ესაუბრა და კიდევ ერთხელ აღუთქვა, თურქეთის ტუნისელი ხალხისადმი მხარდაჭერა. სატელეფონო საუბრის დროს ჩავუშოღლუმ კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, რომ თურქეთი ანიჭებს ტუნისის სტაბილურობას და მშვიდობას და მის მხარდაჭერას ტუნისელი ხალხისთვის.

ცნობისათვის, ტუნისში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მმართველი და ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, 25 ივლისს, პრეზიდენტმა კაის საიდმა განაცხადა, რომ მან პარლამენტის ყველა უფლებამოსილება შეაჩერა და დეპუტატების იმუნიტეტი მოუხსნა.  მისივე თქმით, მან თანამდებობიდან ასევე გაათავისუფლა პრემიერ-მინისტრი ჰიშამ ალ-მეშიში და თვითონ, მის მიერ დანიშნული ახალი პრემიერ-მინისტრით აღასრულებს აღმასრულებელ ხელისუფლებას. მეორეს მხრივ, პრეზიდენტმა ასევე აიღო მთავარი პროკურორის მოვალეობა კორუფციული მასალების გამოვლენის საფუძველზე. პრეზიდენტმა ამის შესახებ, სამხედრო სარდლობისა და უსაფრთხოების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გადაწყვეტილება ძალაში იქნება 30 დღის განმავლობაში.



მსგავსი ინფორმაციები