თურქეთი, სებასტიან კრუცის განცხადებას აკრიტიკებს

თურქეთი, სებასტიან კრუცის განცხადებას აკრიტიკებს

1680660
თურქეთი, სებასტიან კრუცის განცხადებას აკრიტიკებს

თურქეთმა, ავსტრიის კანცლერის სებასტიან კურცის განცხადება იმის თაობაზე, რომ თურქეთი, ავღანელი ლტოლვილებისთვის, „უკეთესი ადგილია“ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი ეს განცხადება გამაოგნებელია.

საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, თანჟუ ბილგიჩმა წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „იმის ნაცვლად, რომ გამოვიჩინოთ ერთობლივი ძალისხმევა და თანამშრომლობა არალეგალური მიგრაციის პრობლემის გადასაჭრელად, რაც მთელ მსოფლიოში აისახება და ყველასთვის საერთო პრობლემაა, დამოკიდებულება იმის შესახებ, რომ „მიგრანტები აქ არ უნდა მოვიდნენ, სხვაგან  წავიდნენ“ არის ეგოისტური და უსამართლო მიდგომა. თურქეთი არ აიღებს პასუხისმგებლობას მასობრივი მიგრაციის კრიზისის შედეგებთან დაკავშირებით და  მიგრაციის ახალ ტალღას აღარ შეიფარებს. ჩვენს, ამ პოზიციას ყოველ შემთხვევაში და ყველა დონეზე ვაწვდით ჩვენს მოკავშირეებს და ხაზს ვუსვამთ, რომ თურქეთი არ იქნება ლტოლვილთა ბანაკი.“

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურციმ ავღანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ახალი მიგრაციის ტალღის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ თურქეთი ავღანელი ლტოლვილებისთვის, „უკეთესი ადგილია“.


საკვანძო სიტყვები: #სებასტიან კურცი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები