ერდოღანის ვიზიტი ჩრდილოეთ კვიპროსში გრძელდება

მან ქაბულის აეროპორტის საკითხზე ახალი განცხადება გაავრცელა

1677719
ერდოღანის ვიზიტი ჩრდილოეთ კვიპროსში გრძელდება

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ავღანეთის სამშვიდობო პროცესზე იმსჯელებენ თალიბებთან, რომლებსაც გარკვეული პრობლემები აქვთ ამჟამინდელ ხელისუფლებასთან და თუ ანკარის პირობები შესრულდება, მაშინ შეიძლება თურქეთმა ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოება და ოპერირება ხელში აიღოს. "ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოებისა და ოპერირიების საკითხში ახლა ახალი ეპოქა იწყება. აქ 3 მთავარი სუბიექტი ჩანს, ნატო, აშშ-ი და თურქეთი. როგორც ცნობილია ნატომ და აშშ-მა ქვეყნიდან გასვლა გადაწყვიტეს. თურქი ჯარები კი ქაბულის აეროპორტს ისედაც უკვე 20 წელია იცავენ და სურვილის შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ ამ მისიას”, განაცხადა ერდოღანმა და იქვე დაამატა, რომ მათ ამ საკითხში აშშ-ის მიმართ გარკვეული პირობები აქვთ. "ჩვენ ამჟამად პოზიტიურად ვუყურებთ ქაბულის აეროპორტის დაცვა-ოპერირებას თურქი ჯარისკაცების მხრიდან. მაგრამ, რა თქმა უნდა გარკვეული პირობებიც გვაქვს. პირველი, ამერიკა დიპლომატიის საკითხში ჩვენს გვერდით იდგმება. მეორე, ამერიკა ყველანაირ ლოგისტიკურ დახმარებას გაგვიწევს და მესამე, ამ პროცესის დროს აქ სერიოზული ფინანსური და ადმინისტრაციული პრობლემები შეიქნება, რომლის  მოგვარებაშიც ვაშინგტონი კვლავ ჩვენს გვერდით დადგება. აი ამ შემთხვევაში უარს არ ვიტყვით ქაბულის აეროპორტის დაცვა-ოპერირების საკითხზე,” ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები