ანტიტერორისტული ბრძოლა სირიის ჩრდილოეთში გრძელდება

5 დღის განმალობაში ლიკვიდირებულ იქნა 39 ტერორისტი

1677801
ანტიტერორისტული ბრძოლა სირიის ჩრდილოეთში გრძელდება

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო 5 დღის განმავლობაში გაანეიტრალეს 39 ტერორისტი, რომლებიც ჩრდილოეთ სირიაში შეტევისთვის ემზადებოდნენ. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ტვიტტერის ანგარიშზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია: ”თურქეთის გმირმა შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც მტკიცედ განაგრძობენ ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ როგორც საკუთარ საზღვრებში, ასევე საზღვრის მიღმაც, ბოლო 5 დღის განმავლობაში განეიტრალეს სულ 39 ტერორისტი, რომლებიც თავდასხმებისთვის ემზადებოდნენ ჩრდილოეთ სირიაში. ჩვენი მედგარი და კატეგორიული ბრძოლა ტერორისტების წინააღმდეგ, მათ სრულ განადგურებამდე გაგრძელდება.”



მსგავსი ინფორმაციები