თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 228 163 ტესტი ჩატარდა

7 191 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1667676
თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 228 163 ტესტი ჩატარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 49 732-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 228 163 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 522  შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 5 496 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 45 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 5 425 652-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 5 294 285 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 7 191 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები