თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 223 525 ტესტი ჩატარდა

58 ადამიანი გარდაიცვალა

1666320
თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 223 525 ტესტი ჩატარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 49 634-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 223 525 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 431  შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 5 283 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 58 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 5 414 310-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 5 280 558 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 5 327 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები