თურქეთი 1 ივლისს ნორმალიზაციის პროცესის მესამე ეტაპზე გადადის

თურქეთი 1 ივლისს ეტაპობრივი ნორმალიზაციის პროცესის მესამე ეტაპზე გადადის

1665800
თურქეთი 1 ივლისს ნორმალიზაციის პროცესის მესამე ეტაპზე გადადის

თურქეთი 1 ივლისს ეტაპობრივი ნორმალიზაციის პროცესის მესამე ეტაპზე გადადის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნორმალიზაციის პროცესის მესამე ეტაპთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა და იგი 81 პროვინციის საგუბერნატოროს გაეგზავნა.

მის მიხედვით, კომენდატის საათი და საქალაქთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვა 1 ივლისიდან მოიხსნება.

განკარგულების მიხედვით, გატარებული ზომების ფარგლებში დახურული ყველა დაწესებულება და კინოდარბაზები 1 ივლისიდან გაიხსნება.

ყველა დაწესებულება 1 ივლისიდან ლიცენზიებში მითითებული საქმიანობის სფეროსა და სამუშაო საათების მიხედვით გააგრძელებს მუშაობას.

კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში სისუფთავის, ნიღბისა და დისტანციის წესების დაცვის პირობით სასტუმროებში შეზღუდვები და ზომები გამოიხსნება.

კვების ობიექტებზე ღია და დახურულ სივრცეში არ შეიზღუდება ერთდროულად მყოფ ადამიანთა რაოდენობა.

საქორწილო წვეულებებზე დახურული სივრცისთვის შეზღუდვები არ დაწესდება და შესაძლებელი იქნება სტუმრების საკვებითა და სასმელით გამასპინძლება.

ნებადართული იქნება კონცერტების, ფესტივალების, ახალგაზრული ბანაკების მსგავსი ღონისძიებები დაწესებული წესების დაცვის პირობით.

ბანგლადეშიდან, ბრაზილიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ინდოეთიდან, ნეპალიდან და შრი ლანკიდან თურქეთში ჩამოსული და ბოლო 14 დღის მანძილზე ამ ქვეყნებში მყოფი პირებისთვის დაწესებული სავალდებულო კარანტი იხსნება. ამ პირებისთვის თურქეთში შემოსვლამდე ნიმიმუმ 72 საათით ადრე გაკეთებული PCR-ის ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა საკმარისი იქნება.

ავღანეთიდან და პაკისტანიდან თურქეში ჩამოსული ან ამ ქვეყნებში ბოლო 14 დღის მანძილზე ნამყოფი პირებისთვის სავალდებულო კარანტინის ვადა 10 დღემდე შემცირდება, კარანტინის მეშვიდე დღეს გაკეთებული PCR-ის ტესტის ნეგატიური პასუხის შემთხვევაში სავალდებულო კარანტინი დასრულდება. იმ შემთხვევაში თუ PCR-ის ტესტის პასუხი დადებითი იქნება, ჯანდაცვის სამინისტროს კოვიდ-19-ის მითითებების შესაბამისად მოხდება მოქმედება.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #ნორმალიზაცია , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები