თურქეთმა ჰონდურასის გადაწყვეტილება დაგმო

თურქეთმა ჰონდურასის გადაწყვეტილება დაგმო

1664761
თურქეთმა ჰონდურასის გადაწყვეტილება დაგმო

თურქეთმა ჰონდურასის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა შეაფასა როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: ”ამ ნაბიჯით ჰონდურასმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციები იერუსალიმის სტატუსის შესახებ და ზიანი მიაყენა პრობლემის ორ სახელმწიფოიანი გადაწყვეტის ხედვას და რეგიონში მშვიდობის დამყარების იმედებს.”

”სამწუხარო მოვლენაა ჰონდურასის მიერ მისი საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა და საელჩოს გახსნა. ჩვენ ვგმობთ ამ გადაწყვეტილებას.”-ნათქვამია განცხადებაში და იქვე გაკეთებულია მოწოდება, რომ ჰონდურასმა გამოასწოროს "ეს არასწორი ნაბიჯი".

ლათინური ამერიკის ქვეყანამ ჰონდურასმა საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა და გუშინ საელჩო ჰონდურასის პრეზიდენტმა ხუან ორლანდო ჰერნანდესმა გახსნა.

ამ ნაბიჯით ჰონდურასი გახდა მე-4 ქვეყანა, რომელმაც საელჩო იერუსალიმში გადაიტანა ამერიკის შეერთებული შტატების, გვატემალასა და კოსოვოს შემდეგ.

აშშ-ს წინა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი "ისრაელის დედაქალაქად" აღიარა 2017 წლის 6 დეკემბერს, ხოლო მისი ქვეყნის საელჩო თელ-ავივში ოფიციალური ცერემონიით 2018 წლის 14 მაისს გაიხსნა.



მსგავსი ინფორმაციები