თურქეთში პარასკევს 18 წელზე ზემოთ მოქალაქეთა ვაქცინაცია დაიწყება

თურქეთში პარასკევს 18 წელზე ზემოთ მოქალაქეთა ვაქცინაცია დაიწყება

1663678
თურქეთში პარასკევს 18 წელზე ზემოთ მოქალაქეთა ვაქცინაცია დაიწყება

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გუშინ 65 ადამიანი გარდაიცვალა და ამით დაღუპულთა მთლიანი რიცხვი 49 ათას 358 გახდა.

იმავე პერიოდში ჩატარებული იქნა 224 ათას 192 ტესტირება. დღიური მთლიანი შემთხვევების რაოდენობა 5 ათას 809-ია და აქედან ავად არის და სიმპტომები აღენიშნება 550 ადამიანს.

გამოჯანმრთელდა 5 ათას 917 ადამიანი, რითაც საერთო რიცხვი 5 მილიონ 248 ათას 862-მდე გაიზარდა.

გუშინ სამეცნიერო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ და აღნიშნა, რომ პარასკევს დაიწყება 18 წელზე ზემოთ მოქალაქეთა ვაქცინაცია.

მინისტრმა დელტას ვარიანტთან დაკავშირებით თქვა: „დელტა პლიუსი ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. დელტას ვარიანტთან დაკავშირებული 134 შემთხვევა გვაქვს. მთლიანობაში 16 პროვინციაში დაფიქსირდა, ინტესიურად სტამბოლში.“

მინისტრის განცხადებით, დელტას ვარიანტის წინააღმდეგ ორი დოზა ვაქცინა უფრო ეფექტურია და მომდევნო პროცესში შესაძლოა ორ დოზას შორის 6 კვირიანი პერიოდი 4 კვირამდე შეამცირონ.



მსგავსი ინფორმაციები