5 ტერორისტი უსაფრთხოების ძალებს ჩაბარდა

PKK-დან გამოქცეული 5 ტერორისტი უსაფრთხოების ძალებს ჩაბარდა

1663990
5 ტერორისტი უსაფრთხოების ძალებს ჩაბარდა

სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-დან გამოქცეული 5 ტერორისტი დარწმუნების გზით უსაფრთხოების ძალებს ჩაბარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთებული განცხადების თანახმად, სამინისტროს კოორდინაციით, უსაფრთხოების გენერალური სამმართველოსა და ჟანდარმერიის გენერალური სარდლობის მიერ წარმოებული დარწმუნების სამუშაოების შედეგად სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-დან გაქცეული 5 ტერორისტი უსაფრთხოების ძალებს ჩაბარდა.

ცნობილი გახდა, რომ ტერორგანიზაციის ამ წევრებიდან ერთ-ერთის ოჯახი მათ შორისაა, რომლებიც ქალაქ ვანში შვილების დაბრუნების მოთხოვნით აქციებს მართავს.  

დადგინდა, რომ დანებებული ტერორისტები 2009-2015 წლებში გაწევრიანდნენ ტერორგანიზაციაში და სირიაში, ერაყსა და ირანში მოქმედებდნენ.

ამგვარად, აქციაში მონაწილე 26-ე ოჯახმა იხსნა შვილი ტერორისტული ორგანიზაციისგან. დარწმუნების სამუშაოების შედეგად წელს დანებებულ ტერორისტთა რაოდენობა 86-მდე გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები